თბილისი, 3 მარტი - Sputnik. შიდა ქართლში 5 და 7 წლის გოგონების გაუპატიურების ბრალდებით 30 წლამდე მამაკაცი დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული არასრულწლოვნების ოჯახის ნათესავია.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, მამაკაცმა დანაშაული ოჯახში სტუმრობისას ჩაიდინა.
გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ დაკავებულს აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის 137-ე მუხლის მეოთხე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის გაუპატიურებას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახით 15- დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.