თბილისი, 2 მარტი – Sputnik. მიმდინარე წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 78,6 მლრდ ლარს შეადგენს, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.
2024 წლის იანვრის ბოლოს არსებული მდგომარეობით, საბანკო სექტორის კაპიტალი 12,3 მლრდ ლარია, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 15,6 პროცენტია.
2024 წლის იანვრის ბოლო მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორში მუშაობდა 17 კომერციული ბანკი, მათ შორის 15 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
სტატისტიკურ გაანგარიშებებში არ მონაწილეობს ორი ციფრული ბანკის - „ჰეშ" და „პეივ ჯორჯია" - მონაცემები, რადგანაც ეს ციფრული ბანკები სატესტო რეჟიმში ოპერირებენ.
წყარო - ეროვნული ბანკი