რუსთავში საცხოვრებელი კორპუსის ფანჯრიდან 19 წლის ბიჭი გადავარდა

თოდრიას ქუჩის მცხოვრებლები ვარაუდობენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
Sputnik
თბილისი, 2 მარტი – Sputnik. რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მე-8 სართულის ფანჯრიდან 19 წლის ბიჭი გადმოვარდა, ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდა „კლინიკა რუსთავში" გადაიყვანა, თუმცა მიღებული დაზიანებები იმდენად მძიმე იყო, რომ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
თოდრიას ქუჩის მცხოვრებლები ვარაუდობენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.