ფიროსმანის ნამუშევრები შვეიცარიაში 85 ათასზე მეტმა ადამიანმა ნახა

ეს არის პირველი და ისტორიული შემთხვევა, როდესაც ფიროსმანის ნამუშევარი ასეთი მასშტაბით იქნა წარმოდგენილი ევროპაში, აღნიშნავენ კულტურის სამინისტროში.
Sputnik
თბილისი, 2 მარტი — Sputnik. შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის საგამოფენო სივრცეს 19 კვირის განმავლობაში ადგილობრივი და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული 85 ათასზე მეტი დამთვალიერებელი ეწვია, ნათქვამია ოფიციალური სამადლობელი წერილში, რომელიც საქართველოს კულტურისა სპორტის სამინისტრომ ბეილერის ფონდისგან მიიღო.
2023-2024 წლებში ფიროსმანის ნამუშევრები საერთაშორისო მნიშვნელობის ოთხ საგამოფენო ცენტრში გამოიფინა. პირველი პერსონალური გამოფენა დანიაში, ლუიზიანას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიმართა. ამის შემდეგ ექსპოზიციამ გადაინაცვლა შვეიცარიაში, ბეილერის ფონდში.
ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა შვეიცარიაში
ბეილერის ფონდმა გამოფენის კარგი ორგანიზებისთვის მადლობა გადაიხადა და აღნიშნა, რომ ექსპოზიციას ესტუმრა ქართული დიასპორის ბევრი წარმომადგენელი. აღნიშნულია, რომ გამოფენის შესახებ დადებითი გამოხმაურებები დატოვეს ცნობილმა საინფორმაციო საშუალებმა, მათ შორის არიან Financial Times, Frankfurter Allgemeine Zeitung, Le Monde და Neue Zürcher Zeitung.
ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა შვეიცარიაში
„მნიშვნელოვანია, რომ ეს არის პირველი და ისტორიული შემთხვევა, როდესაც ევროპაში ფიროსმანის შემოქმედება ასე მასშტაბურად წარმოჩნდა. დანიასა, და შვეიცარიაში ფიროსმანის 48 ნამუშევარი იყო წარმოდგენილი, რომელთაგან 47 ნახატი შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ახალი და თანამედროვე ქართული ხელოვნების ფონდს ეკუთვნის, ხოლო ერთი ნახატი შეირჩა მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმიდან“, - ნათქვამია კულტურის სამინისტროს განცხადებაში.
Выставка работ Нико Пиросмани в Швейцарии
თითქმის ერთი წლის შემდეგ ნიკო ფიროსმანის 50-ამდე ნამუშევარი საქართველოში უვნებლად დაბრუნდა, აღნიშნეს უწყებაში.
Выставка работ Нико Пиросмани в Швейцарии
ნიკო ფიროსმანი (1862-1918) XX საუკუნის უდიდესი ქართველი მხატვარია. იგი სიღარიბეში ცხოვრობდა და სიღარიბეშივე გარდაიცვალა. გარდაცვალების შემდეგ კი მსოფლიომ აღიარა როგორც უდიდესი მხატვარი. მხატვრის სურათების უმრავლესობა, 146 ტილო დაცულია თბილისში, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში.