თბილისი, 1 მარტი – Sputnik. ადვოკატი ია რეხვიაშვილი სასამართლო დარბაზში გარდაიცვალა, ინფორმაციას საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი ავრცელებს.
მისი თქმით, ია რეხვიაშვილი პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს, უეცრად, სასამართლო დარბაზში გარდაიცვალა.
„ძალზედ სამწუხარო ფაქტი მოხდა დღეს, სასამართლო დარბაზში, თავისი პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგა, ადვოკატი ია რეხვიშვილი“, - დაწერა ასათიანმა.
მისი თქმით, ია რეხვიაშვილი თითქმის 30 წელია ერთგულად ემსახურებოდა იურიდიული პროფესიის განვითარებასა და ადამიანის უფლებების დაცვას.
დავით ასათიანმა გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და პროფესიის წარმომადგენლებს მიუსამძიმრა.