მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ პირს უვადო თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

Sputnik
თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. რუსთავის საქალაქო სასამართლომ მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ პირს უვადო თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შემთხვევა ბოლნისში 2023 წლის 26 სექტემბერს მოხდა.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ეჭვიანობის და შურისძიების ნადაგზე მეუღლეს არასრუწლოვანი შვილების თანდასწრებით დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა მამაკაცი 30 სექტემბერს დააკავეს.
მას ბრალდება 11პრიმა,109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით, ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობა) წარედგინა.