ლილოში 20 წლის გოგო მოკლეს

მომხდარ ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო
Sputnik
თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. თბილისში 20 წლის ახალგაზრდა ქალი მოკლეს, იუწყება ტელეკომპანია „ტვ პირველი".
შემთხვევა ლილოში, წინუბანის დასახლებაში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მკველობის მოტივი მეგობართან არსებული კონფლიქტი გახდა - ახალგაზრდა ქალს დანით სასიკვდილო ჭრილობები მისმა მეგობარმა მამაკაცმა მიაყენა, მკვლელობის შემდეგ კი ცხედარი თხრილში ჩააგდო.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.