ყალბი ფულის გასაღება საქართველოში: დაკავებულია სამი პირი

ბრალდებულებს შვიდიდან ათ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.
Sputnik
თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი ფულის გასაღების ორი ფაქტი გამოავლინეს.
უწყების ცნობით, დანაშაულის ფაქტებზე სამი პირია დაკავებული. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით თბილისში 19.900 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 100-დოლარიანი კუპიურა, ბათუმში კი 4 ცალი 100-ლარიანი და 1 ცალი 50-ლარიანი ყალბი კუპიურები გაასაღეს.
გატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ყალბი კუპიურები სრულად იქნა ამოღებული.
გამოძიება სსკ-ის 212-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც შვიდიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.