რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

Sputnik
თბილისი, 27 თებერვალი – Sputnik. რუსთავში სავარაუდოდ 40 წლამდე ასაკის მამაკაცი მოკლეს, ინფორმაციას „ინფო რუსთავი" ავრცელებს.
მკვლელობა ჭყონდიდელის დასახლებაში, გიორგაძის ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, კაცს ყელის არეში ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული ჭრილობა.
უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი ადგილობრივებმა იპოვეს და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. მათივე ინფორმაციით, მოკლული ადგილობრივი არაა. მათ რაიმე დაპირისპირების, ჩხუბის და სროლის ხმა არ გაუგიათ.
ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
წყარო - „ინფო-რუსთავი“