გქონიათ თუ არა შემთხვევა, როცა გიგრძვნიათ, რომ თქვენს ფსიქიკას რაღაც სჭირს, მაგრამ კონკრეტულად რა, ამაში ვერ გარკვეულხართ? თუ გქონიათ, მაშინ მიჰყევით ტესტს, რომელიც დაგეხმარებათ, გაერკვეთ საკუთარ თავში.
ტესტი, რომელსაც საფუძვლად ვიზუალური დიაგნოსტიკა უდევს, იაპონელმა ფსიქიატრმა, კიოტოს უნივერსიტეტის პროფესორმა აკიოში კიტაოკამ შექმნა და მას „მბრუნავი გველები“ უწოდა. ამ ტესტმა მას მსოფლიო აღიარება მოუტანა და არაერთი პრემიაც გადაეცა ორიგინალური კვლევისთვის.
აკიოში კიტაოკას თქმით, „მხედველობითი ილუზიები“ საუკეთესოა იმის დასადგენად, თუ როგორ ფსიქიკურ მდგომარეობაშია ადამიანი მოცემულ მომენტში.
აკიოში კიტაოკას თქმით, „მხედველობითი ილუზიები“ საუკეთესოა იმის დასადგენად, თუ როგორ ფსიქიკურ მდგომარეობაშია ადამიანი მოცემულ მომენტში.
მოკლედ, დახედეთ სურათს და თქვით: მოძრაობს თუ არა ის და თუ მოძრაობს, რამდენად სწრაფად?
ვიზუალური ტესტი „მბრუნავი გველები“
თუ თქვენი პასუხია:
არ მოძრაობს - გილოცავთ! თავად სიმშვიდე ბრძანდებით. გაქვთ რთულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი, პრობლემებს ფილოსოფიურად უყურებთ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ფსიქიკურად აბსოლტურად ჯანმრთელი ხართ;
მოძრაობს, მაგრამ ნელა - აუცილებლად გესაჭიროებათ დასვენება - როგორც ფიზიკური, ისე მორალური. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სრულფასოვანი ძილი, რაც არის კიდეც საუკეთესო ანტიდეპრესანტი;
სწრაფად მოძრაობს - სამწუხაროდ, ეს პასუხი შფოთვის მიზეზს იძლევა, ვინაიდან იმაზე მეტყველებს, რომ ძალიან გადაღლილი ხართ და სტრესის დონე უკიდურესად მაღალია. ასე რომ თქვენ არა მარტო დასვენება, შესაძლოა მკურნალობა კი გჭირდებოდეთ.