მღვდლები და მორწმუნეები ნარკოტიკების წინააღმდეგ - ფოტო

სასულიერო პირთა ჯგუფმა და რამდენიმე ასეულმა მორწმუნემ ღამის კლუბ „ბასიანთან“ ნარკოტიკების საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია გამართა.
Sputnik
აქცია მას შემდეგ ჩატარდა, რაც ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა გოგონა შეეწირა ნარკოტიკების გადაჭარბებულ დოზას. ის ღამის კლუბში გახდა ცუდად.
1 / 21

ღამის კლუბ „ბასიანის“ წინ ასობით ადამიანი შეიკრიბა.

2 / 21

აქციაში დაახლოებით 500 მორწმუნე იღებდა მონაწილეობას.

3 / 21

აქციის ორგანიზატორები საქართველოსეკლესიისწარმომადგენელი მღვდელმსახურები იყვნენ.

4 / 21

პროტესტი ღამის 10 საათისთვის დაიწყო − სწორედ ამ დროისთვის იღება „ბასიანი“.

5 / 21

მოპროტესტე მორწმუნეთა შორის ბევრი ახალგაზრდა იყო.

6 / 21

აქციის მსვლელობას ბევრი ქართველი ჟურნალისტი აშუქებდა.

7 / 21

აქცია მშვიდობიანად მიმდინარეობდა და რამდენიმე საათს გაგრძელდა.

8 / 21

მღვდლებმა მორწმუნეები კლუბის მოპირდაპირე მხარეს მდებარე პარკშიგადაიყვანეს, რათაპოლიციასთანდაპირისპირებაარმომხდარიყო.

9 / 21

აქციას უამრავი ქალი ესწრებოდა, ზოგ მათგანს თან შვილებიც ახლდნენ.

10 / 21

აქციის მონაწილეები აღაშფოთა კლუბ „ბასიანში“ ახალგაზრდა გოგონას ტრაგიკულმა სიკვდილმა.

11 / 21

მღვდლებმა მორწმუნეებს ღამის კლუბთან ლოცვისკენ მოუწოდეს.

12 / 21

დამსწრეებს ლოცვისთვის სანთლები დაურიგეს.

13 / 21

აქციის მონაწილეები და მღვდლები ჟურნალისტებთან საუბრისას ღამის კლუბების დახურვას ითხოვდნენ.

14 / 21

მღვდლების თქმით, ღამის კლუბების ასეთი საქმიანობა მორალურ პრინციპებს არღვევს.

15 / 21

მორწმუნეები და მღვდლები ახალგაზრდა თაობისთვის საფრთხეს იმაში ხედავენ, რომ ღამის კლუბებში ნარკოტიკები ვრცელდება.

16 / 21

ხალხის სიმრავლის მიუხედავად, აქციამ ინციდენტის გარეშე ჩაიარა.

17 / 21

ღამის კლუბთან ლოცვა ორი საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

18 / 21

ხალხი ნარკოტიკებზე დამოკიდებული ადამიანების გადარჩენისთვის ლოცულობდა.

19 / 21

პროტესტის მშვიდობიანი ხასიათის მიუხედავად, ლოცვას პოლიციელთა დიდი რაოდენობა აკონტროლებდა.

20 / 21

აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან ნარკოპოლიტიკის გამკაცრებასაც მოითხოვდნენ.

21 / 21

ლოცვის დასრულების შემდეგ აქციის მონაწილეები მშვიდობიანად დაიშალნენ.