თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა „ევრობასკეტი-2025“-ის შესარჩევ ეტაპზე „თბილისი არენაზე“ მეორე მატჩი გამართა, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ სერბეთს ეთამაშა და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა - 63:73.
ეს იყო მეორე ტურის ცენტრალური შეხვედრა, რომლის მოგების შემდეგ სერბეთმა დიდი ნაბიჯი გადადგა „ევრობასკეტის“ ფინალური ეტაპისკენ. საქართველოს ნაკრებს კი ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად სჭირდება ჯგუფში სერბეთის, ან დანიის გადასწრება. მეოთხე გუნდი, ფინეთი, მასპინძელია და ფინალში გასვლა გარანტირებული აქვს. „ევრობასკეტზე“ კი ოთხიდან სამი გუნდი გადის.
19 ქულით მატჩის ბომბარდირი თორნიკე შენგელია გახდა. გიორგი ცინცაძისთვის კი სერბეთთან თამაში ბოლო მატჩი იყო მის სანაკრებო კარიერაში.
სანაკრებო კარიერა დაასრულა გიორგი ცინცაძემ, რომლისთვისაც თამაში სერბეთთან იყო 217-ე მატჩი ნაკრების შემადგენლობაში.
ორი ტურის შემდეგ სერბეთი ორი მოგებით ლიდერობს, ფინეთსა და დანიას თითო-თითო მოგება აქვთ, ხოლო საქართველომ ტურნირი ორი წაგებით დაიწყო და ბოლო ადგილზეა ჯგუფში.