რამდენი მანქანაა თბილისში, ანუ რა ეშველება საცობებს - ფოტო

საქართველოს გზებზე ყოველდღიურად ასობით ათასი ავტომობილი მოძრაობს. რეგისტრირებული მანქანების მესამედზე მეტი თბილისზე მოდის.
Sputnik
სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში1,6 მილიონზე მეტი ავტომობილია რეგისტრირებული. აქედან თითქმის 1,4 მილიონი მსუბუქი მანქანაა. თბილისის გზებზე საცობების პრობლემა ყოველწლიურად უფრო აქტუალური ხდება.
1 / 15

თბილისში ორი ყველაზე დატვირთული და აქტიური მაგისტრალები − ეს მტკვრის ორივე მხარეს არსებული გზებია.

2 / 15

აქ მთელი დღე უამრავი ავტომობილია, რადგან ამ გზებით მძღოლები ქალაქის სხვადასხვა უბნებისკენ მოძრაობენ.

3 / 15

მტკვრის სანაპიროებზე უქმეებზეც კი ბევრი მანქანაა, რომ აღარაფერი ვთქვათ სამუშაო დღეებზე.

4 / 15

სამუშაო დღეებში ისეთი საცობები იქმნება, რომ შეიძლება ერთი საათიც (და მეტიც) მოუხდეს ადამიანს დგომა.

5 / 15

რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ გზებზე საცობების პრობლემა მოგვარდეს?

6 / 15

თბილისის მერ კახა კალაძის თქმით, თბილისში მანქანების მზარდი რაოდენობის გათვალისწინებით, ეს პრაქტიკულად შეუძლებელია.

7 / 15

მერის თქმით, ჩვეულებრივ დღეებში თბილისის გზებზე დღეში 650 ათასამდე მანქანა მოძრაობს.

8 / 15

მერია საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოპულარიზაციას ცდილობს და ამისთვის ინფრასტრუქტურას ავითარებს.

9 / 15

მერია საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოპულარიზაციას ცდილობს და ამისთვის ინფრასტრუქტურას ავითარებს.

10 / 15

მაგრამ ავტომფლობელებს ავტობუსებში თუ მეტროში გადაჯდომა არ სურთ, მიუხედავად იმისა, რომ საცობებში უამრავ დროს კარგავენ.

11 / 15

საავტომობილო გზების მანქანებისგან გათავისუფლების მიზნით, თბილისში ახალი შეზღუდვები დაწესდა.

12 / 15

მაგალითად, 2024 წლის 1 იანვრიდან თბილისში პიკის საათებში სატვირთო მანქანების მოძრაობა შეიზღუდა − მოძრაობა დილით 08:00-დან 11:00 საათამდე, საღამოს კი 17:00-დან 20:00 საათამდე აეკრძალათ.

13 / 15

მაგრამ ასეთი გადაწყვეტილებები თბილისის ცენტრში ქუჩების გამტარუნარიანობას ვერ გაზრდის − ამისათვის გზების გაფართოებაა საჭირო, რაც შეუძლებელია.

14 / 15

საქართველოსა და თბილისის გზებზე 10 წელზე მეტი ასაკის უამრავი ავტომობილი მოძრაობს. შსს-ის მონაცემებით, ასეთი ავტომობილები მთლიანი რაოდენობის დაახლოებით 88 პროცენტს შეადგენს.

15 / 15

საქართველოსა და თბილისის გზებზე 10 წელზე მეტი ასაკის უამრავი ავტომობილი მოძრაობს. შსს-ის მონაცემებით, ასეთი ავტომობილები მთლიანი რაოდენობის დაახლოებით 88 პროცენტს შეადგენს.