პესკოვი: აშშ-ის სადაზვერვო ბიურომ უკრაინაში მუშაობა 2014 წლამდე დაიწყო

Sputnik
თბილისი, 26 თებერვალი − Sputnik. აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო ბიურომ (CIA) უკრაინაში აქტიური მუშაობა ჯერ კიდევ 2014 წლამდე დაიწყო, რაც კარგად არის ცნობილი, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.
მისი თქმით, ამისათვის CIA უკრაინაში ხალხს იბირებდა და რუსეთის წინააღმდეგ დივერსიისთვის ამზადებდა.
„CIA-მ და შეერთებული შტატების სხვა შესაბამისმა უწყებებმა აქტიური მუშაობა უკრაინაში ჯერ კიდევ 2014 წლამდე დაიწყეს. ისინი აქტიურად იბირებდნენ ადამიანებს და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დივერსიული სამუშაოებისთვის ამზადებდნენ. ეს კარგად არის ცნობილი“, - აღნიშნა პესკოვმა.
როგორც კრემლის წარმომადგენელმა განუცხადა ჟურნალისტებს, ასევე კარგადაა ცნობილი ამერიკელი „ეგრეთ წოდებული მრჩევლების მუშაობაც“, რომელთა უმეტესი ნაწილი, მისი თქმით, „უწყებრივად განეკუთვნებოდა CIA-ს“, ხოლო 2014 წლამდე მათი სამუშაო ადგილები უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში იყო განთავსებული.