თბილისი, 25 თებერვალი - Sputnik. თბილისში, სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისში“ ევაკუაცია გამოცხადდა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი“.
სავაჭრო ცენტრში მყოფი პირების განცხადებით, მათ შენობის ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.
ჯერჯერობით უცნობია, რა მიზეზით მოხდა შენობიდან მოქალაქეების ევაკუაცია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შენობაში სიგნალიზაცია ჩაირთო, რის გამოც სავაჭრო ცენტრში მყოფ პირებს შენობა დაატოვებინეს.
წყარო - ტელეკომპანია „მთავარი არხი“