თბილისი, 25 თებერვალი - Sputnik. ამერიკაში დაკარგული საქართველოს მოქალაქე, კობა ძიგრაშვილი, იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
„კობა ძიგრაშვილი ცოცხალია, ჰოსპიტალშია და ოჯახსაც ესაუბრა უკვე“, - დაწერა სოციალურ ქსელში ამერიკაში მყოფმა საქართველოს მოქალაქემ.
კობა ძიგრაშვილს 19 თებერვლიდან ეძებდნენ. როგორც მისი ოჯახის წევრი აცხადებდა, ბოლოს ახალგაზრდა კაცი ბრუკლინიდან ლოგნ აილენდზე მიდიოდა ცისფერი ფერის Toyota Prius-ით.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ავარიაში მოყვა და ერთ-ერთ კლინიკაში იწვა, სადაც მისი იდენტიფიცირება ვერ ხერხდებოდა. მას ფეხის მოტეხილობა და მცირე დაჟეჟილობები აღენიშნება.
საქართველოს მოქალაქის ძებნის პროცესში ამერიკაში ქართველი ემიგრანტები ჩაერთვნენ. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ მათ დარეკეს იმ ჰოსპიტალში, სადაც კობა ძიგრაშვილი მკურნალობდა.