საქართველოს ტერიტორიაზე ამინდი გაუარესდება

დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია მოსალოდნელი
Sputnik
თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. საქართველოში 25-28 თებერვალს ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
კერძოდ, 25 თებერვლიდან 28 თებერვლამდე შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის გზის მონაკვეთზე მოსალოდნელია აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი.
აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით.