თბილისი, 24 თებერვალი – Sputnik. საქართველოში 2023 წელს ხანძრის შედეგად 48 ადამიანი დაიღუპა, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.
რაც შეეხება ხანძრის დროს დაშავებულებს 2023 წელს, მათი რაოდენობა 205 ადამიანს შეადგენს. 2022 წელს ეს მაჩვენებელი 193 იყო.
სულ ქვეყანაში აღნიშნულ პერიოდში მოხდა 10.654 ხანძარი, რაც 2022 წელთან შედარებით 19,7%-ით ნაკლებია. 2023 წელს დაიწვა 389 შენობა.
ხანძრების პიკი საქართველოში 2017 წელს იყო. მაშინ ქვეყანაში დაფიქსირდა 15.222 ხანძარი, დაიღუპა 79 ადამიანი და დაიწვა 543 შენობა.