მადრიდში არასრულწლოვანმა 23 წლის ქართველი მამაკაცი დაჭრა

Sputnik
თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. მადრიდში 16 წლის არასრულწლოვანი საქართველოს მოქალაქის მკვლელობის მცდელობისთვის დააკავეს, იუწყება ტელეკომპანაი „რუსთავი 2" ესპანურ მედიაზე დაყრდნობით.
შემთხვევა ვილავერდეს რაიონში, მანოხო დე როსას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტთან მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 23 წლის ქართველ მამაკაცს ორი არასრულწლოვანი თავს დაესხა, ერთმა მათგანმა მსხვერპლს საჯდომში დანით ჭრილობა მიაყენა.
ადგილზე მისულ პოლიციას და „სასწრაფო დახმარების" ბრიგადას მამაკაცი შოკურ მდგომარეობაში დახვდათ. მას ძლიერი სისხლდენა აღენიშნებოდა. დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დაკავებული მოზარდი მადრიდის პროკურატურის არასრულწლოვანთა განყოფილებაში გადაიყვანეს.