სვანეთი „გემო ფესტს“ უმასპინძლებს

ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დატკბნენ მესტიის ულამაზესი ხედებით, რეგიონის მოსახლეობის მიერ მომზადებული უგემრიელესი კერძებით და კარგი მუსიკით.
Sputnik
თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. სვანეთში სწრაფი კვების ფესტივალი „გემო ფესტი“ გაიმართება, რომელსაც მესტია 24-25 თებერვალს უმასპინძლებს, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციას განცხადებაში.
„გემო ფესტი“ გასტროტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტია. ღონისძიების მიზანია რეგიონებში ადგილობრივი კერძების პოპულარიზაცია, ახალი გემოების აღმოჩენა, ასევე ახალი სერვისების შექმნა და განვითარება გასტრონომიული მიმართულებით.
„გემო ფესტი" გასტრონომიული ფესტივალია ტურიზმის წახალისების მიზნით, რომელიც შეიყვარა როგორც ადგილობრივმა, ისე უცხოელმა ტურისტებმა. ზოგადად, „გემო ფესტი“ სხვადასხვა რეგიონში ტარდება და გულისხმობს როგორც ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობას, ისე ტურიზმის განვითარებას", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, ორდღიანი კულინარიული ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა სამეწარმეო ბაზარი და მუსიკალური სივრცეები.
ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დატკბნენ მესტიის ულამაზესი ხედებით, რეგიონის მოსახლეობის მიერ მომზადებული უგემრიელესი კერძებით და კარგი მუსიკით.
ფესტივალის პარტნიორია საქართველოს აეროპორტების გაერთიანება - „გემო ფესტის“ მასპინძლებს შორისაა მესტიის აეროპორტი.