თბილისი, 22 თებერვალი - Sputnik. ქუთაისში, სავარაუდოდ, ნარკოდანაშაულისთვის რამდენიმე პირი დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი“.
სპეცოპერაცია შერვაშიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში რამდენიმე საათის წინ ჩატარდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები ინდოეთის მოქალაქეები არიან.
ადგილობრივების ინფორმაციით, დაკავებულები კორპუსში ერთი კვირის წინ გადავიდნენ საცხოვრებლად და მათთვის უცნობია, თუ რას საქმიანობდნენ ისინი.
ტელეკომპანია „პირველების“ ინფორმაციით კი, სპეცოპერაცია ერთდროულად თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და სამეგრელოში მიმდინარეობს.
შსს-ს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.