საქართველოში კონტარაბანდული ოქროსა და ბრილიანტის შემოტანა სცადეს

არადეკლარირებული საქონლის საერთო ღირებულებამ 18.005,37 ლარი შეადგინა.
Sputnik
თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. მებაჟე ოფიცრებმა „სადახლო-საავტომობილო“ საბაჟო-გამშვებ პუნქტში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს, ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, მებაჟეებმა 103,15 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები და 261 ბრილიანტის თვალი, უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ისე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად აღმოაჩინეს.
არადეკლარირებული საქონლის საერთო ღირებულებამ 18.005,37 ლარი შეადგინა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს სანქციის სახით ჯარიმა, ჯამში18.005,37 ლარის ოდენობით შეეფარდათ.