უკრაინას იმედი ჰქონდა, რომ საქართველო „მეორე ფრონტი" გახდებოდა - პოლიტოლოგი

თუმცა, კიევს იმედი გაუცრუვდა და საქართველო არ გახდა რუსეთზე ზეწოლის ბერკეტი, აღნიშნა ექსპერტმა.
Sputnik
თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. უკრაინის ხელისუფლებას იმედი ჰქონდა, რომ საქართველო რუსეთთან დაპირისპირებისთვის მეორე ფრონტი გახდებოდა, და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამის შესახებ არაერთხელ თქვა საჯაროდ, განაცხადა რუსეთის მთავრობასთან არსებული ფინანსური უნივერსიტეტის ექსპერტმა რუსლან საფაროვმა.
ექსპერტმა თავისი აზრი თბილისი-მოსკოვის ვიდეოხიდის მსვლელობისას გამოთქვა, რომელიც Sputnik-საქართველოს მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გაიმართა.

„გვახსოვს ერთი წლის წინანდელი განცხადება უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისგან, რომელიც ღიად ამბობდა, აქამდე რატომ არ გახსნა საქართველომ მეორე ფრონტი? ადამიანი ამას ამბობდა არა რამე დახურულ ღონისძიებაზე, არამედ საჯაროდ", - განაცხადა საფაროვმა.

თუმცა, უკრაინულ მხარეს იმედი გაუცრუვდა და საქართველო არ გახდა რუსეთზე ზეწოლის ბერკეტი, აღნიშნა ექსპერტმა.
„ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გლობალური მასშტაბით ჩამოყალიბდა მედია-დღის წესრიგი, რომ რუსეთმა წააგო ომი (ვამბობთ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას, მაგრამ, მგონი, ყველასთვის გასაგებია, რომ ეს არის ომი ნატოს ბლოკთან), და რომ თითქოს ბევრს გაუჩნდა რუსეთის წინააღმდეგ წასვლის შანსი და ა.შ. საქართველოს შემთხვევაში ეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიული პრობლემების გადაწყვეტაა", - აღნიშნა საფაროვმა.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი: ქართველებმა, აფხაზებმა და ოსებმა მეგობრულად უნდა იცხოვრონ>>
თუმცა, საქართველომ გაწონასწორებული საგარეო პოლიტიკა ამჯობინა, რასაც რუსეთის მხარე ძალიან აფასებს, აღნიშნა ექსპერტმა.
„ბევრი ექსპერტი სამხერთ კავკასიის საკითხებში აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში საქართველოს ძალზე გაწონასწორებული საგარეო პოზიცია ჰქონდა და ამას ბევრი აფასებს აქ. სწორედ ამიტომ რუსეთში ყურადღებით დააკვირდებიან, თუ როგორ ჩაივლის ეს არჩევნები, ხომ არ მოვა ვინმე ანტირუსული დღის წესრიგით. ნაბიჯები, რომლებიც მოსკოვმა და თბილისმა ერთმანეთისკენ გადადგეს ბოლო ორ წელიწადში, ძალზე მნიშვნელოვანია", - მიიჩნევს საფაროვი.
საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინაში სამხედრო კონფლიქტის დაწყებისთანავე განაცხადა, რომ რუსეთთან მიმართებით სანქციებს არ დააწესებს, რადგან ეს, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს დააზარალებს. მთავრობის წარმომადგენლების თქმით, ქვეყანას როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებმა, ისე უკრაინის ზოგიერთმა მაღალჩინოსანმა, არაერთხელ უბიძგეს მეორე ფრონტის გახსნისკენ, თუმცა, საქართველომ თავის ტერიტორიაზე მშვიდობა აირჩია.
სამხედრო კონფლიქტის პროვოცირება სურთ: დეპუტატი რუსეთში ასაფეთქებელი ნივთიერების ტრანზიტზე>>
ხელისუფლების გაწონასწორებული პოლიტიკის საპასუხოდ, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ბრძანებით საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუქმდა სავიზო რეჟიმი და ადგა პირდაპირი ავიამიმოსვლა ქვეყნებს შორის.
რაც შეეხება საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდს, საფაროვმა განაცხადა, რომ ქვეყანას ელოდება არაერთი პროვოკაცია, მათ შორის, შესაძლებელია მორიგი „ფერადი რევოლუციის" რისკი, რომელიც „კარგ არაფერს მოიტანს".
ექსპერტის თქმით, პოსტსაბჭოთა სივრცის ხალხებს უკვე დიდი ხანია, "იმუნიტეტი გამოუმუშავდათ" ამ ფენომენის მიმართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის არ შეიძლება გამეორდეს.
„უკვე იმდენი იყო, რომ ადამიანების უმრავლესობას იმუნიტეტი გამოუმუშავდა. ადამიანებს დაახლოებით ესმით, როგორ მუშაობს ეს სისტემა... მეორე ფერადმა რევოლუციამ ტრაგიკულ მოვლენებამდე მიგვიყვანა - ვართ საომარი მოქმედებების მდგომარეობაში. დასავლეთის მიერ ნასროლმა პროვოკაციამ ძალიან მძიმე შედეგები გამოიწვია. რაც შეეხება საქართველოს, გვახსოვს მწუხარე შედეგები, რაც 2008 წელს ვნახეთ", - განაცხადა საფაროვმა.
დეპუტატი: უკრაინა საქართველოში ხელისუფლების ცვლილებითაა დაინტერესებული>>
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. პარლამენტში მოხვდებიან პარტიები, რომლებმაც ხმების სულ ცოტა 5% მოაგროვეს. არჩევნებში მონაწილე პარტიების ოფიციალური ჩამონათვალი ცნობილი აგვისტოს შუა რიცხვებში გახდება, როდესაც ცესკო პარტიების რეგისტრაციას დაასრულებს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ, მიუხედავად ბევრი პარტიისა, პარლამენტში ადგილებისთვის ძირითადი ბრძოლა „ქართულ ოცნებასა" და მის მუდმივ კონკურენტ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას შორის გაიმართება.
ოპოზიციურ სპექტრში ამჟამად მიმდინარეობს არჩევნების წინ ძალების გადანაწილება, პოლიტიკოსები ახალი პოლიტიკური ძალებისა და კოალიციების შექმნაზე აქტიურ დიალოგს აწარმოებენ.