პრესკონფერენცია: „ფერადი რევოლუციები საქართველოსა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში“

„Sputnik-საქართველოს" მულტიმედიურ პრესცენტრში პრესკონფერენცია თემაზე „ფერადი რევოლუციები საქართველოსა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში“ სამშაბათს, 20 თებერვალს, 16:30 საათზე გაიმართება
Sputnik
კიევის მაიდანზე განვითარებული მოვლენებიდან ათი წელი გავიდა. როგორ მოქმედებს „ფერადი რევოლუციები“ ხალხებისა და სახელმწიფოების ბედზე? შესაძლებელია თუ არა საქართველოში რევოლუციური სცენარებისა და „ვარდების რევოლუციის“ გამეორება? უნდა ველოდოთ თუ არა პროვოკაციებს საპარლამენტო არჩევნებამდე?
ამ და სხვა აქტუალურ კითხვებს პრესკონფერენციაზე უპასუხებს მართვის სტრატეგიის ინსტიტუტის დირექტორი, საქართველოს მთავრობის სახელმწიფო კანცელარიის ყოფილი ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე.