პოლონეთში 90 წლის მძღოლი საქართველოს ოთხ მოქალაქეს დაეჯახა

დაშავებულთაგან ორი მოზარდია.
Sputnik
თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. პოლონეთში საქართველოს ოთხ მოქალაქეს ავტომობილი დაეჯახა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი" პოლონურ მედიაზე დაყრდნობით.
შემთხვევა ქალაქ ვოინიჩში 19 თებერვალს მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი, რომელსაც 90 წლის მამაკაცი მართავდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ტროტუარზე მყოფ ქვეითად მოსიარულეებს შეეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა ორი ზრდასრული მამაკაცი და ორი 13 წლის მოზარდი. დაშავებულები „სასწრაფო დახმარების" ეკიპაჟებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება