ვიდეოხიდი თბილისი–მოსკოვი: რუსეთის ქართული დიასპორა და მისი კავშირები სამშობლოსთან

ვიდეოხიდი თბილისი–მოსკოვი თემაზე: „რუსეთის ქართული დიასპორა და მისი კავშირები სამშობლოსთან“ გაიმართება Sputnik–საქართველოს მულტიმედიურ პრეს–ცენტრში ორშაბათს, 19 თებერვალს, თბილისის დროით 15:00 საათზე.
Sputnik
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობების საზოგადოებების კავშირი“ გამოვიდა საქართველოს ხელისუფლების რუსეთის ქართულ დიასპორასთან კავშირების აქტიური განვითარების წინადადებით. უფრო ადრე ფედერალური ეროვნულ–კულტურული ავტონომიის პრეზიდენტმა დავით ცეცხლაძემ მასმედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ გარკვეული ძალები თბილისში რუსეთთან დაკავშირებულ თემებს ბლოკავენ. მან ასევე აღნიშნა, რომ დიასპორის დღისთვის მოსაწვევს გაუგზავნის საქართველოს პრემიერ–მინისტრს.
ვიდეოხიდის მონაწილეები განიხილავენ დიასპორის პრობლემებს, მათ კავშირებს სამშობლოსთან, ოფიციალური ხელისუფლების შესაძლო მიწვევას მოსკოვში დიასპორის ღონისძიებებზე და სხვა აქტუალურ თემებს.
„საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობების საზოგადოებების კავშირი“ 2006 წელს შეიქმნა „ორ ქვეყანას შორის პოზიტიური ურთიერთობების გამტკიცების მიზნით“. არასამთავრობო ორგანიზაცია აერთიანებს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს. კავშირმა საქართველოში რიგი ღონისძიებები მოაწყო: მაიაკოვსკის დღეები, ალექსანდრე გრიბოედოვისა და ნინო ჭავჭავაძის დღეები და სხვა.
ქართული ფედერალური ეროვნულ–კულტურული ავტონომია რუსეთში – ერთადერთი ქართული დიასპორის გაერთიანებაა ფედერალური დონეზე. არის რუსეთში მცხოვრები ქართველების ეროვნულ–კულტურული თვითგანსაზღვრის ფორმა, მათი თვითმყოფადობის, ენის განვითარების, განათლების, ეროვნული კულტურის შენარჩუნების დამოუკიდებლად გადაწყვეტის მიზნით. დაარსდა 2016 წლის იანვარში.
ვიდეოხიდის მონაწილეები თბილისში:
– „საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობების საზოგადოებების კავშირის“ თავმჯდომარე, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ნანა წითელაშვილი;
– ექიმი, სახალხო დიპლომატი გია სულაქველიძე;
– თბილისის კარდიოლოგიური საავადმყოფოს დირექტორი თეიმურაზ შენგელია.
ვიდეოხიდის მონაწილეები მოსკოვში:
– რუსეთში ქართული ფედერალური ეროვნულ–კულტურული ავტონომიის პრეზიდენტი დავით ცეცხლაძე.