ქართველმა ძალოსანმა ევროპის ჩემპიონატზე სოფიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ორჭიდის ჯამში ჩხეიძემ 386 კგ-ით საერთო ჩათვლაში მეხუთე ადგილი დაიკავა
Sputnik
თბილისი, 19 თებერვალი— Sputnik. ბულგარეთში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა ძალოსანმა ირაკლი ჩხეიძემ (102 კგ წონითი კატეგორია) აკვრაში 212 კგ დააფიქსირა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ატაცში ირაკლი ჩხეიძემ 174 კგ დაძლია და მეექვსე ადგილი დაიკავა, ხოლო ორჭიდის ჯამში 386 კგ-ით საერთო ჩათვლაში მეხუთე იყო.
კონტინენტის პირველობა სოფიაში 13 თებერვალს დაიწყო. პირველ დღეს რამინ შამილიშვილმა ორჭიდის ჯამში ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო შოთა მიშველიძემ - ბრინჯაოს მედალი აიღო.
დღეს, 19 თებერვალს 87 კგ წონით კატეგორიაში – მარიამ მურღვლიანი, ხოლო 109 კგ-ში ზაზა ლომთაძე იასპარეზებს.