თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. მებაჟე ოფიცრებმა „სადახლო-საავტომობილო“ საბაჟო-გამშვებ პუნქტში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს, ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, მებაჟეებმა 172,1 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის ფიზიკური დათვალიერების შედეგად აღმოაჩინეს.
არადეკლარირებული საქონლის საერთო ღირებულებამ 16.699.51 ლარი შეადგინა.
საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.