ირაკლი კობახიძე ბრიუსელში გაემგზავრა

ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური შეხვედრას გამართავს ნატო-ს გენერალურ მდივანთან, ასევე, მონაწილეობას მიიღებს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში.
Sputnik
თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. ირაკლი კობახიძე, საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის რანგში, პირველი ვიზიტით ევროპის პოლიტიკურ ცენტრში - ბრიუსელში გაემგზავრა.
ბელგიის დედაქალაქში პრემიერის ვიზიტი 20-21 თებერვალს განხორციელდება.
მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძეს დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები ევროკავშირსა და ნატოში.
კობახიძე მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მერვე სხდომაში, რის შემდეგაც გაიმართება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური შეხვედრას გამართავს ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან და ასევე, მონაწილეობას მიიღებს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში.
ბრიუსელში პრემიერ-მინისტრი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაშიც არიან: პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა წულუკიანი.