თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. სხვადასხვა მცენარის თესლეული კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ადამიანის სექსუალურ შესაძლებლობებზე და ამასთან აღკვეთს დემენციის განვითარებას, აცხადებენ სპეციალისტები.
მათი თქმით, მაგალითად, გოგრის თესლი შეიცავს თუთიას, რომელიც თავის მხრივ მამაკაცური ჰორმონის, ტესტოსტერონის გამომუშავებაში მონაწილეობს. ამიტომაც ის უბრალოდ აუცილებელია მამაკაცური პოტენციისთვის.
რაც შეეხება ქალებს, თუთიის შემცველი პროდუქტები მათ შესანიშნავ დახმარებას გაუწევს თმებისა და ფრჩხილების ჯანმრთელობისა და სილამაზის შენარჩუნებაში.
ამასთან ექიმები ხაზს უსვამენ, რომ:
სპეციალისტები ამბობენ, რომ გოგრის თესლი შეგიძლიათ ყოველდღე მიირთვათ — როგორც ცალკე, ისე კერძებში: სალათებსა თუ უკვე მომზადებულ წვნიანებში ჩამატებით. მთავარია, რომ თერმულად არ დაამუშაოთ (არც მოხალოთ და არც მოხარშოთ).
გარდა ამისა, ასევე ფრიად სასარგებლოა მზესუმზირაც. ის შეიცავს Е ვიტამინს — უძლიერეს ანტიოქსიდანტს, რომელიც ორგანიზმის დაბერებას აჩერებს — როგორც გარეგნულ, ისე შინაგან დაბერებასაც.
100 გრამ მზესუმზირაში Е ვიტამინის სადღეღამისო ნორმის დაახლოებით 200%-ზე მეტი შედის. თუმცა ეს არანაირ ვნებას არ აყენებს ორგანიზმს — ის საკმაოდ მალე „იხარჯება“ და თანაც გასათვალისწინებელია, რომ ასაკის მატებასთან ერთად, ორგანიზმის Е ვიტამინზე მოთხოვნილებაც იზრდება.
და მაინც, ყველაზე გამორჩეული თესლეულს შორის ჩიას თესლია, რომელშიც ლამის მთელი მენდელეევის ტაბულა შედის. თუმცა ყველაზე დიდი რაოდენობით მაინც მანგანუმს შეიცავს, რომელიც ადამიანს სტრესებთან ბრძოლაშიც ეხმარება და ადრეულ ასაკში გულ-სისხლძარღვთა დაავადების — ბრადიკარდიისა და ტაქიკარდიის რისკებსაც აღმოფხვრის.
ექიმების თქმით, ჩიას თესლის მიღება განსაკუთრებით რეკომენდებულია ცხელ ამინდებში.
სეზამის მარცვლები, ყველა დანარჩენისგან განსხვავებით, შეგიძლიათ უმადაც მიირთვათ და მოხალოთ კიდეც. თერმული დამუშავებისას სეზამის სასარგებლო თვისებები არ იკარგება.
სეზამი შეიცავს ორ ისეთ ნივთიერებას, რომლებიც მეტად აქტუალურია ადამიანის ორგანიზმისთვის — ესენია სპილენძი და კალციუმი. აქედან პირველი მელატონინის გამომუშავებასა და თმის ფერის შენარჩუნებას უწყობს ხელს და ამასთან აღკვეთს თმების ცვენას, ხოლო მეორე — კალციუმი, აუცილებელია ადამიანის ჩონჩხისთვის, ვინაიდან ძვლების გამაგრებას უწყობს ხელს.
შესაბამისად, ის განსაკუთრებით სასარგებლოა ოსტეოპოროზით დაავადებული ასაკოვანი ადამიანებისთვის, ბავშვებისთვის, რომლებიც გამუდმებით იზრდებიან და კალციუმის დიდი რაოდენობა ესაჭიროებათ, და ასევე ორსული ქალებისთვის, რათა ბავშვის ჯანმრთელობას თავიდანვე ჩაუყარონ მტკიცე საფუძველი.
დაბოლოს, სელის თესლი. სპეციალისტების თქმით, წარსულში ექიმები გასტრიტს სელის თესლის ნახარშით მკურნალობდნენ. საქმე ისაა, რომ დასველებისას სელის თესლში გამოიყოფა კისელის მსგავსი ნივთიერება, რომელიც გარს ეკვრის ლორწოვანას და ხელს უწყობს კუჭის მჟავიანობის დაწევას.
შესაბამისად, თუ ადამიანი ქრონიკული გასტრიტით ამ გასტროდუოდენიტით არის დაავადებული, ან შეკრულობა აწუხებს, მისთვის სელის თესლი პირდაპირ მისწრებაა.