ვიდეოხიდი თბილისი-მოსკოვი: შესაძლებელია თუ არა საქართველოში რევოლუციური სცენარები

Sputnik
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. „ომის გლობალური პარტია“ — ასე უწოდებს საქართველოს ხელისუფლება საზღვარგარეთ გავლენიან პოლიტიკოსებს, რომლებიც საქართველოს ომში ჩათრევასა და რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნას ცდილობენ სხვადასხვა შუამავლების, მათ შორის, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მეშვეობით.
უკრაინის წარმომადგენლები, მათ შორის, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი, არაერთხელ მოუწოდებდნენ საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ.
ერთ-ერთი ბოლო მაგალითია საქართველოს ტერიტორიის გავლით ასაფეთქებლის კონტრაბანდულად გატანის მცდელობა რუსეთის ტერიტორიაზე ტერაქტის განსახორციელებლად. დანაშაულის ორგანიზებაში ბრალდებულია უკრაინის მოქალაქე, წარმოშობით ბათუმელი ალექსანდრე შარაშიძე. სახელმწიფო უშიშროების სამსახური ვარაუდობს, რომ ტერაქტის შემთხვევაში ისრების საქართველოზე გადმოტანა იგეგმებოდა.
შესაძლებელია თუ არა საქართველოში რევოლუციური სცენარები და „ვარდისფერი რევოლუციის“ გამეორება? უნდა ველოდოთ თუ არა პროვოკაციებს საპარლამენტო არჩევნებამდე? შეუძლია თუ არა პატიმარ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, გავლენა მოახდინოს შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე? როგორ აფასებს რუსეთი ქართული სპეცსამსახურების მუშაობას, რომელმაც ვორონეჟში ტერაქტის აღკვეთა მოახერხა? როგორი იქნება ურთიერთობები კიევსა და თბილისს შორის უახლოეს მომავალში?
ამ და სხვა აქტუალურ კითხვებს ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ნადანა ფრიდრიხსონი უპასუხებს.