თბილისი, 17 თებერვალი − Sputnik. ალექსეი ნავალნი თბილისის დაბომბვას ითხოვდა ფრთოსანი რაკეტებით და მისთვის ცრემლის ღვრა გაუართლებელია, განაცახდა „საქართველო უპირველეს ყოვლისას“ დამფუძნებელმა ვატო შაქარაშვილმა რუსეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი .ალექსეი ნავალნი, რომელიც იამალო-ნენთა ავტონომიურ ოლქში იხდიდა სასჯელს, ორი დღის წინ გარდაიცვალა. ამ ფაქტს გამოხმაურება საქართველოშიც მოჰყვა.
ვატო შაქარიშვილმა სოციალურ ქსელში ძველი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ალექსეი ნავალნი ამბობს, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება უნდა მომხდარიყო.
„ქართველი ლიბერალები სანამ ცრემლად დაიღვრებით, ამ ვიდეოს უყურეთ, მოუსმინეთ ნავალნის დამოკიდებულებას სოხუმისა და ცხინვალის მიმართ… თბილისის დაბომბვას ითხოვდა ფრთოსანი რაკეტებით! მაგრამ საქართველო ხომ თქვენი სამშობლო არ არის… იგლოვეთ, იტირეთ!“, - დაწერა ვატო შაქარიშვილმა სოციალიურ ქსელში.
ალექსეი ნავალნიმ რუსულ ციხეში პატიმრობაში ყოფნისას, 2023 წლის 13 აპრილს, ბოდიში მოუხადა საქართველოსა და ქართველებს 2008 წლის პოზიციის გამო და განაცხადა, რომ მას სჯერა საქართველოს ბედნიერი ევროპული მომავლისა.
„ჩემდა სამარცხვინოდ, საკმაოდ სუსტი წარმოდგენა მაქვს ქართულ პოლიტიკაზე და შემიძლია რამე არასწორად ვთქვა. ჩემდა კიდევ უფრო დიდ სირცხვილად, იმის გავლენით, რომ ჩემი ამხანაგი ცხინვალში საომარი მოქმდებებეის დროს იჯდა, 2008 წელს დავწერე პოსტი შეურაცხმყოფელი ეპითეტით ქართველების მისამართით. ამის გამო ბოდიში მოვიხადე და ისევ ვიხდი...."
საქმე ისაა, რომ 2008 წლის ხუთდღიანი ომის დროს ნავალნი რუსეთიდან ქართველების გაძევებას მოითხოვდა და მათ შეურაცხმყოფლად, „გრიზუნებად“ მოიხსენიებდა. გარდა ამისა, ნავალნი ამბობდა, რომ „გრიზუნების“ შტაბზე რაკეტებით შეტევა იყო საჭირო.