მოსაზრება: აშშ-მა კოსმოსში ახალი რუსული საფრთხე შენიშნა

Sputnik
როდესაც ამერიკის მთავრობას სასწრაფოდ ესაჭიროება გადასახადის გადამხდელთა ფული მარიონეტული ომის ან სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსისთვის, ბიუჯეტის გარეშე ხარჯებისთვის ან საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, თეთრი სახლი უცხოპლანეტელებს და სხვა ამოუცნობ კოსმოსურ საფრთხეებს ეძებს. ამავდროულად პენტაგონის მზარდი კოსმოსური არსენალი ჩრდილში რჩება.
წარმომადგენელთა პალატაში უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის მრავალმილიარდიანი სამხედრო დახმარების ჯიუტად გატანით, თეთრმა სახლმა გადაწყვიტა კონგრესმენები ახალი კოსმოსური საფრთხით შეეშინებინა. აშშ-ის პრეზიდენტის კრეატიულმა თანაშემწემ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა კონგრესში საიდუმლო ბრიფინგზე ისაუბრა რუსეთის განზრახვაზე, განათავსოს ბირთვული იარაღი დედამიწის მახლობლად სივრცეში პენტაგონისა და ნატოს თანამგზავრების წინააღმდეგ გამოსაყენებლად.
აშშ-ის კოსმოსური ძალების ხელმძღვანელმა, ჩენს ზალცმანმა ოფიციალურად დაადასტურა საფრთხის მაღალი და "უკიდურესად საგანგაშო" დონე. კრემლმა სალივანისგან „საიდუმლო“ ინფორმაციის გაჟონვას თეთრი სახლის კიდევ ერთი ხრიკი უწოდა, რომელიც ყველანაირად ცდილობს კონგრესს აიძულოს,დაამტკიცოს კანონპროექტი კიევისთვის ფულის გამოყოფის შესახებ.
აშშ-ს არმია დიდწილად თანამგზავრების დაჯგუფებას ეყრდნობა,რათა უზრუნველყოს ნავიგაცია, დაზვერვა, ადრეული გაფრთხილება, იარაღის დამიზნება, კომუნიკაციები, სამხედრო მართვა და ბირთვული ძალების კონტროლი. თუმცა, პლანეტის ზედაპირზე „რუსეთთან დასაპირისპირებლად“ ჰიპოთეტური ბირთვული საფრთხე კოსმოსში ვერ შემცირდება უკრაინისთვის 60 მილიარდი დოლარის გადაუდებელი გამოყოფით.
თეთრი სახლის უკრაინული პრიორიტეტები ძალიან უცნაურად გამოიყურება, თუნდაც ამერიკელი კონგრესმენების თვალსაზრისით. აშშ-მექსიკის ამჟამად „გამჭვირვალე“ საზღვრის გასაუმჯობესებლად და უსაფრთხოებისთვის საჭიროა 21 მილიარდ დოლარზე მეტი.
პენტაგონს $35 მილიარდი აკლია ახალი კონტინენტთაშორისი რაკეტის, Sentinel-ის შესამუშავებლად, რომელმაც უნდა შეცვალოს ანტიკური Minuteman III ICBM. 2024 წლისთვის 260 მილიონი აშშ დოლარი კბილების ღრჭიალით გამოიყო საზღვაო ფრთოსანი რაკეტის(SLCM-N) შემუშავებისთვის. ბიუჯეტის შეზღუდვების გამო, აშშ-ის არმია 2025 წელს 18 პროცენტით შეამცირებს მოიერიშე F-35-ების შეძენას.
პენტაგონი ათწლეულების განმავლობაში სწავლობს უცხოპლანეტელებს. უცხოპლანეტელებთან სერიოზული ბრძოლა მოითხოვს მნიშვნელოვან დაფინანსებას და რჩება მომგებიან „ბიზნესად“ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის „უცხოპლანეტელთა“ დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის. თუმცა, ვაშინგტონის „უკრაინული პროექტი“ კოსმოსთანარ მონტაჟდება. წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ თეთრი სახლი არ აიძულებს კონგრესმენებს დაამტკიცონ საგარეო დახმარების კანონპროექტი (95 მილიარდი დოლარის მიმღები არიან უკრაინა, ისრაელი, ტაივანი).

საიდუმლო ორბიტები

არსებობს თუ არა ზემოხსენებული კოსმოსური საფრთხეები რეალურად? ვაშინგტონი დარწმუნებულია, რომ რუსეთს აქვს მრავალი „მავნე ანტისატელიტური შესაძლებლობები“. ეს მოიცავს მოწყობილობებს, რომლებსაც შეუძლიათ „სხვა თანამგზავრების ფიზიკურად მანიპულირება ან ჭურვების გაშვება ორბიტაზე მდებარე სამიზნეებისკენ, ასევე სახმელეთო სისტემები- რაკეტები, ლაზერულიდა რადიოელექტრონულიბრძოლის სისტემები“.
პენტაგონის თანახმად, აშშ-ის სადაზვერვო თანამგზავრები ყოველდღიურად ექვემდებარებიან შეტევებს რუსეთიდან და ჩინეთიდან. უკვე რამდენიმე წელია.
აშშ-ის კოსმოსური ძალების სარდლობამ ადრე ორი რუსული „თანამგზავრ-ინსპექტორის“ ტესტირების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, რომლებიც ამერიკულ ჯაშუშ თანამგზავრ USA-245-ს აკვირდებოდნენ, აქტიურად მანევრირებდნენ, შეეძლოთ მიუახლოებოდნენ და მწყობრიდან გამოეყვანათ USA-245 „მართული ენერგიის იარაღით“ ან „კინეტიკური შეტევით“.
2020 წლის გაზაფხულზე და 2021 წლის შემოდგომაზე პენტაგონის სპეციალისტები რუსული სახმელეთო სატელიტური რაკეტის წარმატებულმატესტირებამ შეაშფოთა.
ამერიკელები ვარაუდობენ, რომ რუსეთს აქვს ფართოდამატებითი ანტისატელიტური და სხვა კოსმოსური შესაძლებლობები, რომლებიც რჩება საიდუმლოდ.
ცნობილი სახმელეთო იარაღი შესაძლებელს ხდის მტრის თანამგზავრებზედარტყმას დედამიწიდან 1500 კმ-მდე სიმაღლეზე. რუსეთის შეიარაღებული ძალების საიმედო და ეფექტური ანტისატელიტური სისტემების არსებული ხაზი უბრალოდ არაპრაქტიკულს ხდის ბირთვული იარაღის ორბიტაზე გაშვებას. რუსეთს არ აქვს მიზეზი, დაარღვიოს 1967 წლის კოსმოსური ხელშეკრულება.
მეორე მხრივ, პენტაგონი ღიად აღიარებს კოსმოსს სამხედრო ოპერაციების არეალად; შეერთებული შტატები უარს ამბობს საერთაშორისო ხელშეკრულების დადებაზე, რომელიც კრძალავს იარაღის დედამიწის ორბიტაზე განთავსებას. პენტაგონის კოსმოსური არსენალი და მზარდი ანტისატელიტური შესაძლებლობები არ უნდა დარჩეს ჩრდილში.
ცნობილია, რომ ამერიკელები, 2008 წლიდან 2022 წლის აპრილამდე, სარაკეტო იარაღით თანამგზავრების პრაქტიკულ განადგურებას ახორციელებდნენ. და სრულიად ამაოდ არ განიხილება კონგრესის ბრიფინგებზე უპილოტო კოსმოსური ხომალდი Boeing X-37B-ის ორბიტალური მისიები, რომლებიც 908 დღემდე გრძელდება.
Boeing X-37B-ს ნაკვეთურში ყველაფრის ტარება შეუძლია − ბირთვული იარაღის ჩათვლით, რომელიც ასე ძალიან აწუხებს ამერიკელებს. რუსული თავდაცვის კონცერნ „ალმაზ-ანთეის“ გენერალური დირექტორის, იან ნოვიკოვის ინფორმაციით, X-37-ს ექვსი ბირთვული ქობინის ზიდვა შეუძლია.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე