მსოფლიო დღეს

პუტინმა რუსეთის ბაზრიდან გასულ დასავლურ კომპანიებს მადლობა გადაუხადა

მისი თქმით, დასავლეთის სანქციების წყალობით რუსულმა მრეწველობამ მასშტაბირება დაიწყო, განვითარება სხვადასხვა მიმართულებით მიდის.
Sputnik
თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. რუსეთის ბაზრიდან გასულმა კომპანიებმა შექმნეს კოლექტივები და წარმოების კულტურა და ყოველივე ამას რუსებმა მყისიერად აუღეს ალღო და წინ მიდიან, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩელიაბინსკის ქარხანა Конар-ში მუშებთან და სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე.
„რა მოხდა: ზოგიერთი ბრენდი წავიდა, დიდი მადლობა მათ, მათ შექმნეს კოლექტივები, სადაც სათანადოდ მუშაობდნენ წარმოების კულტურაზე და ა.შ. და ყოველივე ამას ჩვენმა ხალხმა ალღო აუღო და წინ მიდის", - განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, დასავლეთის სანქციების წყალობით რუსულმა მრეწველობამ მასშტაბირება დაიწყო, განვითარება სხვადასხვა მიმართულებით მიდის.
„რომ არ ყოფილიყო შეზღუდვები, რომელიც ჩვენმა კვაზი-პარტნიორებმა დააწესეს რუსეთის, რუსული მრეწველობის წინააღმდეგ, მაშინ, ალბათ, არ იქნებოდა ამდენი შეკვეთა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
როგორც პუტინმა აღნიშნა, დასავლური ბრენდების ბაზრიდან წასვლის შემდეგ რუსეთის საწარმოებს მეტი შესაძლებლობა გაუჩნდათ. ამან მათ უბიძგა უფრო აქტიურად განეხორციელებინათ ინვესტიციები საკუთარი საწარმოების განვითარებასა და კადრების მომზადებაში, დასძინა რუსეთის ლიდერმა.