თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. საქართველოს უმეტეს ნაწილში შემდეგი სამი დღის განმავლობაში წვიმა და თოვლია მოსალოდნელი, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დასავლეთ საქართველოში 17 თებერვლის დღის ბოლოდან 19 თებერვლის დღის მეორე ნახევრამდე მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალმთიან ზონაში თოვლი, შესაძლებელია ნისლი
მთიან რეგიონებში ჰაერის მაღალი ტემპერატურით გამოწვეულმა ინტერსიურმა თოვლის დნობამ და მოსალოდნელმა თანდართულმა ძლიერმა წვიმამ დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით.