როგორ ატარებთ ჩანთას? ფსიქოლოგიური ტესტი

როგორი ხართ ბუნებით - ენერგიული, მშვიდი თუ ნელი? ამის გარკვევა ძალიან ადვილია იმის მიხედვით, თუ როგორ ატარებთ ჩანთას: მხარზე გადაკიდებულს, ზურგზე მოგდებულს, მკერდზე გადაჯვარედინებულს, კისერზე ჩამოკიდებულს თუ ხელში გიჭირავთ.
Sputnik
დახედეთ ნახატს და აირჩიეთ ის ვარიანტი, რომელიც შეგეფერებათ, შემდეგ კი წაიკითხეთ, რას ამბობს ჩანთის ტარების თქვენეული მანერა პიროვნებასა და ხასიათზე.
ტესტი - ჩანთის ტარების მანერა
ვარიანტი 1 - ზურგზე მოკიდებული
თუ ზურგჩანთებს ანიჭებთ უპირატესობას, მაშინ ეს იმაზე მეტყველებს, რომ აქტიური ხასიათის ადამიანი ხართ. შრომისმოყვარე ბრძანდებით და ყველაფერს სწრაფად ითვისებთ. თქვენი ენთუზიაზმი კი გამოიხატება ყველაფერში, რასაც აკეთებთ. სიძნელეების წინაშე არასდროს დრკებით, თქვენი მოტივაცია ამოუწურავია.
ვარიანტი 2 - ხელში გიჭირავთ
თუ ჩანთას ნებისმიერ შემთხვევასა და ვითარებაში ხელით ატარებთ, ე.ი. ლოგიკური გონების მქონე მეთოდური ადამიანი ხართ. სახასიათო შტრიხი ისაა, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე ყოველთვის კარგად ფიქრობთ.
არ გჩვევიათ სხვათა დაცინვა და დამცირება, თუ ეს გარდაუვლად აუცილებელი არ ხდება. თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ შეთანხმება. მოგწონთ წესრიგი და ღიზიანდებით, როცა ირგვლივ ქაოსს ხედავთ. ეს თანმიმდევრულობა თქვენი ხასიათის ყველაზე ნათელი და გამორჩეული თვისებაა.
ვარიანტი 3 - მხარზე გადაკიდებული
ჩანთას ასე გულღია და კეთილგანწყობილი ადამიანები ატარებენ. მათი კომუნიკაბელობა და მანერები ირგვლივ მყოფებს იზიდავს და ხიბლავს. თუმცა უნდა ითქვას, რომ ასეთებს არ უყვართ კრიტიკა − თუნდაც მცირე. არიან შრომისმოყვარენი, მაგრამ საქმეს ნელა აკეთებენ. ამასთან ცდილობენ არ დაემორჩილონ გაბატონებულ ნორმებს და ქამელეონის მსგავსად ხშირად იცვალონ ფერი.
ვარიანტი 4 − მკერდზე გადაჯვარედინებული
თუ ჩანთას ასე ატარებთ, ე.ი. შემოქმედებითი ადამიანი ხართ. არ გაინტერესებთ „მიწიერი“ საქმეები და მატერიალური ღირებულებები. თქვენთვის მთავარი ადამიანის სულიერი სამყაროა. გიყვართ ფილოსოფიურ თემებზე მსჯელობა და ყველაფერში „ღრმად ჩახედვა“. ხშირად ადმიანებს თავქარიანი ჰგინიხართ, მაგრამ ეს საერთოდ არ გაღელვებთ.
ვარიანტი 5 − კისერზე ჩამოკიდებული
თუ წელზე შემოსაკრავი ჩანთების ტარება გიყვართ, ან ჩვეულებრივ ჩანთას უბრალოდ კისერზე იკიდებთ, ე.ი. ცვალებადი ადამიანი ხართ და გუნება ხშირად გეცვლებათ. ამასთან ავანტურისტიც ბრძანდებით, რომელიც სიხარულით გაემგზავრება სადმე მოულოდნელად და იოლად „გადაყრის“ ფულს რაღაც საქმეში. მიუხედავად ამისა, ადამიანები ძალიან გაფასებენ გულისხმიერებისთვის.