თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტში მებაჟე-ოფიცრებმა 26 კგ-მდე არადეკლარირებული ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, მებაჟეებმა 25,9 კგ არადეკლარირებული ვერცხლის საიუველირო ნაკეთობები, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ისე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად აღმოაჩინეს.
საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.