ნალექი და ცალკეულ რაიონებში თოვლი: უახლოესი დღეების პროგნოზი

სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს.
Sputnik
თბილისი, 14 თებერვალი - Sputnik. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 17 თებერვლამდე ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
სინოპტიკოსების პროგნოზით, შემდეგი სამი დღის განმავლობაში თბილისში ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა 13-14 თებერვალს დღისით პლუს 12-14 გრადუსი იქნება, ხოლო 17 თებერვალს პლუს 5-7 გრადუსამდე დაიკლებს.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა პლუს 12-14 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა პლუს 13-15 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო) დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა პლუს 11-13 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო) მოსალოდნელია თოვლი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 5-7 გრადუსი იქნება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) წვიმაა ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა 15-16 თებერვალს დღისით პლუს 12-14 გრადუსი, ხოლო 17 თებერვალს კი პლუს 6-8 გრადუსამდე დაიკლებს.
წვიმაა ნავარაუდევი კახეთშიც (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო). ჰაერის ტემპერატურა 15-16 თებერვალს დღისით პლუს 12-14 გრადუსი იქნება, ხოლო 17 თებერვალს პლუს 5-7 გრადუსამდე დაიკლებს.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო) 15-16 თებერვალს წვიმა, 17 თებერვალს კი თოვლია ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა 15-16 თებერვალს დღისით პლუს 10-12 გრადუსი იქნება, ხოლო 17 თებერვალს პლუს 6-8 გრადუსამდე დაიკლებს.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით 3-5 გრადუსი დაფიქსირდება.