ყველაზე ელვარე და კაშკაშა - ბრაზილიაში კარნავალი დაიწყო

ბრაზილიაში კარნავალის კვირეული დაიწყო — ფერადი, ემოციური, აქტიური სახალხო დღესასწაული. იხილეთ კარნავალის ფოტოები Sputnik-ის ლენტაში
Sputnik
ბრაზილია ყოველწლიურ კარნავალს მასპინძლობს. იგი მთელ მსოფლიოში ცნობილია როგორც ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი დღესასწაული.
კარნავალი ბრაზილიის ყველა მცხოვრების დღესასწაულია. ადამიანები მისთვის მზადებას ბავშვობიდან იწყებენ.
1 / 10

· რიო დე ჟანეიროში კარნავალმა კულმინაციას მიაღწია.

2 / 10

კვირას აქ სამბას საუკეთესო მოცეკვავეების აღლუმი დაიწყო.

3 / 10

ფერად კოსტიუმებში გამოწყობილი შემსრულებლები 700-მეტრიან ქუჩაზე (სამბადრომი) უზარმაზარი პლატფორმებზე გამოდიან.

4 / 10

მათი გამოსვლები ბრაზილიის ძირძველი ხალხების ისტორიასა და კულტურას ასახავს.

5 / 10

ერთმანეთს სამბას 12 სკოლა ეჯიბრება, რომელთაგან თითოეულს 3000-მდე მონაწილე ჰყავს.

6 / 10

ამ სკოლების მოსწავლეები მთელი წლის განმავლობაში ემზადებიან - კერავენ კოსტიუმებს და ხვეწენ ქორეოგრაფიას.

7 / 10

პირველი საკარნავალო ღამე რიო-დე-ჟანეიროში

8 / 10

ეს გრანდიოზული დღესასწაული ყოველ წელს სხვადასხვა თარიღში იმართება.

9 / 10

წელს ის დენგეს ცხელების აფეთქების ფონზე ტარდება.

10 / 10

პირველი კარნავალი რიო დე ჟანეიროში 1928 წელს გაიმართა.