თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. აზერბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა ილჰამ ალიევი აზერბაიჯანის პრეზიდენტად გამოაცხადა, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი".
ილჰამ ალიევი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტად ხმების 92.12%-ით გამოცხადდა. არჩევნების საბოლოო შედეგები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღევანდელ სხდომაზე გამოაცხადა. ცესკოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 76,43% შეადგინა.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შედის გამოცხადების მომენტიდან, იგი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციის 103-ე მუხლის თანახმად, არჩეული პრეზიდენტი ფიცს დებს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ოფიციალური გამოცხადებიდან სამი დღის ვადაში.
ილჰამ ალიევი, რომელიც აზერბაიჯანს 2003 წლიდან მართავს, პრეზიდენტის თანამდებობას შემდეგი 7 წლის განმავლობაში დაიკავებს.