ახალგაზრდების პროტესტი ახალი პრემიერის წინააღმდეგ - ფოტო

ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან აქცია გამართა. როგორ მიმდინარეობდა პიკეტი — იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში.
Sputnik
შეკრებილებმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ირაკლი კობახიძის დანიშვნა გააპროტესტეს.
1 / 10

· ორშაბათ დილით მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ დიდი ხმაური იყო.

2 / 10

იქ ცოტა, მაგრამ აქტიური მოპიკეტეები შეიკრიბნენ.

3 / 10

აქციის მონაწილეები ცდილობდნენ, რაც შეიძლება მეტი ხმაური გამოეწვიათ, რათა მათი გაეგონათ.

4 / 10

მაგრამ მათი ყველა ანტისამთავრობო სლოგანის მოსმენა ძირითადად პოლიციელებს მუხდათ.

5 / 10

პროტესტმა ინციდენტის გარეშე ჩაიარა — ახალგაზრდების პროტესტი დაახლოებით ორი საათი გაგრძელდა.

6 / 10

შემდეგ პიკეტის მონაწილეები მშვიდობიანად დაუბრუნდნენ თავთავიანთ საქმეებს.

7 / 10

აქციაზე უფრო მეტი პოლიციელი იყო გასაკონტროლებლად, ვიდრე მომიტინგე.

8 / 10

აქციის მონაწილეები მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ეწინააღმდეგებოდნენ.

9 / 10

ირაკლი კობახიძე მოვალეობის შესრულებას ორშაბათს შეუდგა. აქციაც ამ მოვლენას ეძღვნებოდა.

10 / 10

ასე დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია დღევანდელი ხელისუფლების მოწინააღმდეგე ახალგაზრდობის წარმომადგენლებმა.