თბილისი, 12 თებერვალი − Sputnik. ინდონეზიის ქალაქ ბანდუნგში ფეხბურთის მატჩის დროს ერთ-ერთ მოთამაშეს მეხი დაეცა და მოკლა, იუწყება TV Azteca.
გავრცელებული ცნობით, ტრაგედია 10 თებერვალს მოხდა სილივანგის სტადიონზე, სადაც ერთმანეთს სამოყვარულო კლუბები ხვდებოდნენ.
უბედური შემთხვევა, რომელიც ვიდეოკამერამ დააფიქსირა, მეორე ტაიმის მე-15 წუთზე მოხდა. კადრებში მკაფიოდ ჩანს, როგორ ეცემა მეხი ფეხბურთელ სეპტიან რაჰარაჯას.
სპორტსმენი სასწრაფოდ გადაიყვენს საავადმყოფოში, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.
აღინიშნება, რომ იმ დღეს ღრუბლიანი ამინდი იყო, თუმცა არ წვიმდა.