ჰაერის ტემპერატურა 25 გრადუსამდე მოიმატებს: უახლოესი დღეების პროგნოზი

Sputnik
თბილისი, 12 თებერვალი - Sputnik. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 15 თებერვლამდე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
უწყების ცნობით, დღისით ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში პლუს 20-25 გრადუსამდე მოიმატებს, 15 თებერვლიდან კი დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია ნავარაუდევი, შესაბამისად ჰაერის ტემპერატურაც დაიკლებს.
თბილისში 13-14 თებერვალს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, 15 თებერვალს კი მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 13-14 თებერვალს დღისით პლუს 20-22, ხოლო 15 თებერვალს პლუს 15-17 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 13-14 თებერვალს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 22-24 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 15 თებერვალს კი ნავარაუდევია წვიმა, ელჭექი და ტემპერატურის კლება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 13-14 თებერვალს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 15 თებერვალს კი ნავარაუდევია წვიმა, ელჭექი და ტემპერატურის კლება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო) 15 თებერვლამდე თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 21-23 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 15 თებერვალს კი ნავარაუდევია წვიმა, ელჭექი და ტემპერატურის კლება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებშიც (მესტია, ბახმარო) თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 13-15 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 15 თებერვალს გაწვიმდება, ზოგან მოსალოდნელია ელჭექი და ტემპერატურის კლება.
თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი ქართლშიც (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი). ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 21-23 გრადუსი დაფიქსირდება, 15 თებერვალს კი ნავარაუდევია წვიმა, ელჭექი და ტემპერატურის კლება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 21-23 გრადუსი დაფიქსირდება. 15 თებერვალს კი ნავარაუდევია წვიმა, ელჭექი და ტემპერატურის კლება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო) 13-14 თებერვალს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 16-18 გრადუსი დაფიქსირდება, 15 თებერვალს კი ნავარაუდევია წვიმა, ელჭექი და ტემპერატურის კლება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) შედარებით თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 10-12 გრადუსი დაფიქსირდება, 15 თებერვალს კი ნავარაუდევია წვიმა, ელჭექი და ტემპერატურის კლება.