ეთნიკური აზერბაიჯანელი გოგონა საქართველოდან უდიდესი ამერიკული ავიაკომპანიის პილოტი გახდა

გოგონამ გამოცდები ფლორიდაში პილოტების საერთაშორისო სასწავლო ცენტრში ჩააბარა
Sputnik
თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. გარდაბნის რაიონის სოფელ ყარაჯალარის მკვიდრი ასმარ ნურიევა აშშ-ის ერთ-ერთი უდიდესი ავიაკომპანია United Airline-ის პილოტი გახდა, დაწერა სოციალურ ქსელში გოგონას ოჯახის მეგობარმა, აქტივისტმა სამირა ბაირამოვამ.
გარდაბნის რაიონის სოფელ ყარაჯალარის მკვიდრი ასმარ ნურიევა, აშშ-ის ერთ-ერთი უდიდესი ავიაკომპანია United Airline-ის პილოტი გახდა
სამირა ბაირამოვას თქმით, ეთნიკური აზერბაიჯანელი გოგონა ურთულესი გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ ქვემო ქართლიდან ფლორიდაში Epic Flight Academy-ის სტუდენტი გახდა.
„ის იქნება ჩვენი აზერბაიჯანელი პილოტი გოგო აშშ-ში“, - დაწერა ბაირამოვამ.
მრავალი წლის განმავლობაში, ფლორიდა რჩება პილოტების მომზადების საერთაშორისო ცენტრად, სადაც მსოფლიოს პილოტების დაახლოებით 20% აქ არსებულ 200-ზე მეტ სკოლაში სწავლობს. სკოლა პილოტებს 1999 წლიდან ამზადებს. პილოტები ირჩევენ ფლორიდას კლიმატის, ადგილის რელიეფის და ყოველდღიური ფრენის შესაძლებლობის გამო.
Epic Aviation International Flight Academy სთავაზობს სტუდენტებს ორ პროგრამას: Course 1033, რომლის ფარგლებში სტუდენტებს იღებენ ნულიდან გამოცდილების გარეშე. კიდევ ერთი ვარიანტია ინდივიდუალური გაკვეთილები, რაც საშუალებას აძლევს სტუდენტებს დაასრულონ პილოტის ნებისმიერი ABC კურსი. ეს კურსი სტუდენტებს ავიაციის საფუძვლებს ასწავლიან.
კურსის წარმატებით გავლის შემდეგ სტუდენტი იღებს აუცილებელ გამოცდილებას კერძო პილოტის ლიცენზიის (FAA Private Pilot License) მოსაპოვებლად.