არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერებმა კობახიძეს პრემიერის პოსტზე დანიშვნა მიულოცეს

Sputnik
თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანმა ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრად დამტკიცება მიულოცა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი"ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით.
საქართველოს პარლამენტმა 8 თებერვალს ირაკლი კობახიძეს, მის მიერ წარდგენილ მთავრობას და სამთავრობო პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის" ნდობა გამოუცხადა. იმავე დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის დანიშვნის შესახებ განკარგულებას და მან მთავრობის მეთაურის თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა.
მასმედიის ინფორმაციით, კობახიძეს ასევე მიულოცეს ვიცე-პრეზიდენტმა, შეიხმა მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმმა, პრემიერ-მინისტრმა და დუბაის მმართველმა და ვიცე-პრეზიდენტმა, ვიცე-პრემიერმა და საპრეზიდენტო სასამართლოს თავმჯდომარემ, შეიხმა მანსურ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანმა,.
ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის პოსტზე მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" წარადგინა, როგორც პარტიამ, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მაღალი შედეგი მიიღო. პარტიამ კობახიძის კანდიდატურა მას შემდეგ დაასახელა, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნული პოსტი დატოვა და პარტიას ჩაუდგა სათავეში.