ხმაურითა და ელვარედ: როგორ აღნიშნეს ჩინური ახალი წელი მსოფლიოში - ფოტო

ჩინეთში დრაკონის წელი დადგა. საგაზაფხულო ფესტივალი, ანუ ჩუნძე, ყველაზე მნიშვნელოვანი და ხანგრძლივი ფესტივალია ქვეყანაში. იხილეთ Sputnik-ის ფოტოლენტაში, როგორ აღნიშნავენ ჩინურ დღესასწაულს სხვადასხვა ქვეყანაში
Sputnik
ჩინური ახალი წელი - Chunjie (გაზაფხულის ფესტივალი) — ჩინელებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია. მას უკვე ორ ათას წელზე მეტია აღნიშნავენ.
ის ზამთრის მზედგომის შემდეგ მეორე ახალმთვარეზე იწყება. როგორც წესი, ეს თარიღი 12 იანვრიდან 19 თებერვლამდე პერიოდზე მოდის. 2024 წელი (ჩინური კალენდრით 4722 წელი) 10 თებერვალს დაიწყო.
1 / 15

· წელს ფესტივალზე მთავარი დრაკონია. უფრო სწორედ, მწვანე ხის დრაკონი.

2 / 15

ამ მითიური არსების ფიგურები ჩინეთის თითქმის ყველა ქალაქის ქუჩებს ამშვენებს. მაგრამ არა აუცილებლად მწვანე. მაგალითად, შენიანში პატარა დრაკონები სტუმრების ყურადღებას ნათელი ფერებით იპყრობენ.

3 / 15

მამაკაცი საკმეველს ანთებს ტაილანდში, კუან იინის ტაძარში.

4 / 15

ჩინელი არტისტები პეკინის დონგიუეს ტაძარში გამოდიან.

5 / 15

დრაკონს თავისი მახასიათებლები აქვს.

6 / 15

მიიჩნევა, რომ ეს მითიური არსება ცვლილებების მაუწყებელია.

7 / 15

ჯგუფი ლომის ცეკვას ასრულებს იოკოჰამის ქუჩაში (იაპონია).

8 / 15

დრაკონი არის ამბიციური და ძლიერი მხეცი, რომელიც ცვლილებების მსურველ მამაც ადამიანებს მფარველობს.

9 / 15

მის ველურ ტემპერამენტს მწვანე ფერისა და ხის გავლენა არბილებს. ამიტომაც აფასებს დამდეგი ჩინური წლის „პატრონი“ არა მხოლოდ ხმამაღალ მხიარულებას, არამედ სტაბილურობას, ჰარმონიასა და ქმედებას.

10 / 15

ადგილობრივი ჩინელები მიანმარია ტაძარში ლოცულობენ მთვარის საახალწლო ზეიმების დროს.

11 / 15

ჩინელი მამაკაცი ინდონეზიაში სურნელოვან ჩხირებს ანთებს მთვარის ახალი წლის აღსანიშნავად.

12 / 15

ჩინური ახალი წლის მთავარი ფერი წითელია.

13 / 15

იეროგლიფებიანი ფარნები და წითელ ქაღალდზე წყვილი წარწერები სხვადასხვა სურვილებით — ეს დღესასწაულის ყველაზე მნიშვნელოვანი ატრიბუტებია.

14 / 15

ტიბეტელი ბუდისტი ბერები ინდოეთის ტაძარში მთვარის ახალი წლის პირველი დღის აღსანიშნავად დილის ლოცვის დროს საზეიმო ნიჟარებს ახმიანებენ.

15 / 15

ჩინელები ახალ წელს ჩვეულებრივ ოჯახთან ერთად ატარებენ, დღისით კი ერთმანეთის სანახავად მიდიან და ულოცავენ ერთმანეთს.