თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. მსოფლიოს საუკეთესო მოფარიკავემ სანდრო ბაზაძემ თბილისში მოფარიკავეთა შორის მსოფლიო თასის ეტაპზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ქართველმა ნახევარფინალურ დაპირისპირებაში დაძაბულ შეხვედრაში ირანელ ხმლით მოფარიკავესთან, ალი პაკდამანთან 13:15 წააგო. შეჯიბრის გამარჯვებული კი სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, უნგრელი არონ სილაგი გახდა.
თბილისის მსოფლიო თასზე საქართველოს ფარიკაობის ფედერაციამ სრულად გამოიყენა მასპინძელთათვის დაშვებული მონაწილეთა რაოდენობის ლიმიტი და 16 სპორტსმენი გამოიყვანა.
FIE-ს რეიტინგის ნომერ პირველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ მადრიდის მსოფლიო თასის შემდეგ (06.05.2022) პრესტიჟული ტურნირების პრიზიორთა სამეულში ადგილი დაიმკვიდრა.
2023 წლის მარტიდან 30 წლის ბაზაძე მოფარიკავეთა მსოფლიო რეიტინგის სათავეშია.