თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. ხობში, სოფელ პირველ მაისში მანქანა ქვეითს შეეჯახა, კაცი ადგილზე დაიღუპა, იუწყება „ტვ პირველი“.
გავრცელებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სამარშრუტო მიკროავტობუსს იმ დროს დაეჯახა, როცა მგზავრი ტრანსპორტში ადიოდა.
ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.