ნაქერალას უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი მანქანებისთვის გზა ჯერ კიდევ დაკეტილია.
Sputnik
თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. ნაქერალას უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
საუბარია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 39-62-ე მონაკვეთზე.
გზის ეს მონაკვეთი 5 თებერვალს ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის ძლიერი თოვის, ცუდი ხილვადობის და ლიპყინულის გამო დაიკეტა.„
„ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია”, - აღნიშულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
საავტომობილო გზის გაფართოვების გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება ჯერ კიდევ აკრძალულია.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე მოძრაობა თავისუფალია.