ევროვიზია-2024: ნუცა ბუზალაძის გამოსვლის თარიღი ცნობილია

ჯერჯერობით უცნობია, რომელი სიმღერით წარდგება ნუცა ბუზალაძე კონკურსზე.
Sputnik
თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. საქართველოს წარმომადგენელი ნუცა ბუზალაძე „ევროვიზია 2024“-ის მეორე ნახევარფინალში 9 მაისს გამოვა - წილისყრა შვედეთის ქალაქ მალმეში გაიმართა, რომელიც წლევანდელი კონკურსის მასპინძელია.
საქართველოსთან ერთად, მეორე ნახევარფინალში გამოვლენ ავსტრია, მალტა, შვეიცარია, საბერძნეთი, ჩეხეთი, ალბანეთი, დანია, სომხეთი, ისრაელი, ესტონეთი, ნიდერლანდები, ნორვეგია, ლატვია, სან-მარინო და ბელგია.
რაც შეეხება პირველ ნახევარფინალურ შოუს, აქ წარდგებიან: უკრაინა, კვიპროსი, პოლონეთი, სერბეთი, ლიეტუვა, ხორვატია, ირლანდია, სლოვენია, ისლანდია, ფინეთი, პორტუგალია, ლუქსემბურგი, ავსტრალია, აზერბაიჯანი და მოლდოვა.
ჯერჯერობით უცნობია, რომელი სიმღერით წარდგება ნუცა ბუზალაძე კონკურსზე.
ევროვიზია-2024 იმართება მალმეში, რადგან გასულ წელს გამარჯვებული შვედეთის წარმომადგენელი მომღერალი Loreen-ი სიმღერით Tattoo გახდა. კონკურსის ფინალი 11 მაისს სპორტულ კომპლექს „მალმე არენაში“ გაიმართება, ნახევარფინალი კი 7 და 9 მაისს ჩატარდება.
ნუცა ბუზალაძე American Idol-ზე
ნუცა ბუზალაძეს კონკურსებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება აქვს, როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში. ხუთი წლის ასაკიდან მღეროდა ანსამბლ „მართვეში“.,
ნუცა ბუზალაძე თინეიჯერობის ასაკიდან წინ დიდი წარმატებით მიიწევს. ცნობილი მომღერალი პოპულარულ კონკურსებში უშიშრად გამოდის. არტისტი საქართველოს ფარგლებს გარეთ უკვე დიდი ხანია გაიცნეს. 2014 წელს მან გაიმარჯვა პოპულარული მუსიკის ახალგაზრდა შემსრულებლების საერთაშორისო კონკურსში „ახალი ტალღა", მონაწილეობდა კონკურსებში „ცეკვავენ ვარსკვლავები", „ერთი ერთში", თურქულ Voice-ში და ა.შ.
მაგრამ ყველაზე დიდ წარმატებას ბუზალაძემ მიაღწია პოპულარულ შოუ American Idol-ში, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი ეტაპი გაიარა და პროექტის ისტორიაში პირველი უცხოელი მონაწილე გახდა. ის პროექტის საუკეთესო 12 კონკურსანტს შორის მოხვდა, თუმცა ტოპ-10-ში გადასვლა ვეღარ მოახერხა, რადგან მაყურებლის საკმარისი ხმები ვერ მიიღო. მაგრამ ფინალში ნუცამ მსოფლიოში ცნობილ მომღერალ კაილი მინოუგთან დუეტში იმღერა.
2023 წელს საქართველოს „ევეოვიზიაზე“ ირუ ხეჩანოვა წარმოადგენდა, მაგრამ ფინალში გასვლა ვერ მოახერხა.